2020-02-29
ლექცია „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი“
29 თებერვალს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით ტარდება ლექცია:
„SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი.“
ლექციას წარუძღვება:
პროფესორი თენგიზ ცერცვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი. ლექციას დაესწრება თსუ რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, 107-ე აუდიტორია.