2010-03-29

კონკურსი სტუდენტებისათვის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი აცხადებს ინტელექტუალურ კონკურსს სტუდენტებისათვის

“ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

     კონკურსის მონაწილეები 7-კაციან გუნდს ჩამოაყალიბებენ, გუნდის წევრებს კონკურსში გასვლისთვის ახალი და ძველი აღთქმიდან 25 კითხვა-პასუხის მომზადება დაევალებათ. გარდა ამისა, გუნდებმა შეჯიბრებისას უნდა წარმოადგინონ ერთი ქართული საგალობელი, ხალხური სიმღერა და ცეკვა ქართული ფოლკლორიდან.
   კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს; საფაკულტეტო, საუნივერსიტეტო და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეჯიბრის შედეგად კონკურსის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, ხოლო 7 გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს ფინალში შეეჯიბრება.
   კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები ხელმძღვანელთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრებიან, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ტაო-კლარჯეთს მოინახულებენ, ხოლო დანარჩენი ფინალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოილოცავენ.
    კონკურსის განაცხადების მიღება  საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში  26 მარტს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
     კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დანართის სახით იხილეთ კონკურსის დებულება და განაცხადის პირობები.

« იხ. ყველა ანონსი