2013-10-25

მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საჯარო პრეზენტაცია

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმათა ციკლი განიხილება. აღნიშნული პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერით ტარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, №115 (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი