2016-05-19

საინფორმაციო შეხვედრა კომენიუსის უნივერსიტეტის კოორდინატორებთან

19 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომენიუსის უნივერსიტეტის (ბრატისლავა, სლოვაკეთი) კოორდინატორებთან ვერონიკა ჰაბერლანდოვასა და მიშელ ძურიკთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. სლოვაკი კოორდინატორები დამსწრე საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას კომენიუსის უნივერსიტეტში არსებულ ინგლისურენოვან პროგრამებსა და გაცვლითი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებზე.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია (მეორე სართული)
« იხ. ყველა ანონსი