2012-03-13

შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თსუ მეცნიერებთან

13 მარტს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ-ის იმ მეცნიერებთან გაიმართება შეხვედრა,რომელთა პროექტებმაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2011 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მოიპოვეს დაფინანსება.  2011 წლის საგრანტო კონკურსებში თსუ-ის აქტივობის ამსახველ პრეზენტაციას თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი წარმოადგენს.  
სამეცნიერო კონკურსებში მოპოვებული გრანტების რაოდენობით თსუ ლიდერობს. შეხვედრის მონაწილე მეცნიერთა პროექტები ძირითადად მსხვილბიუჯეტიანია. პროექტების დაფინანსების გაცემა თვის ბოლოდან დაიწყება.
გამარჯვებულ პროექტებში   ადგილობრივი სამეცნიერო კადრებთან ერთად ახალგაზრდა მკვლევარები და  საზღვარგარეთ მოღვაწე თსუ-ელი მეცნიერები არიან ჩართული. შეხვედრას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე.

   მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ის პირველი კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი