2012-11-05

სახალხო დამცველობის კანდიდატები თსუ-ში

5 ნოემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეხვდებიან.
თსუ სტუდენტებმა socium.ge-ს ხელშეწყობით თსუ-ში სახალხო დამცველობის კანდიდატები  - დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლია მუხაშავრია მოიწვიეს. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან თითოეული კანდიდატის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი, მათ გეგმებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი