2015-04-17

აკადემიკოს ისიდორე დოლიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

17 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიხსნება. სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მიესალმება.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით იმართება.

მისამართი: რუსთაველის გამზირი N52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, V სართული.
 

« იხ. ყველა ანონსი