2012-12-27

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

27 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს შეხვდება.  შეხვედრას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
განათლების მინისტრი წაიკითხავს მოხსენებას, რომელიც სტუდენტთა დაფინან ების პროგრამას, სასწავლო გრანტებს, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, სასკოლო რეფორმას, საატესტატო გამოცდებს, სტუდენტთა დასაქმებას, უნივერსიტეტის ავტონომიურობის და სხვა საკითხებს შეეხება.
შეხვედრის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი