2010-04-21

პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” გრძელდება

2010 წლის 21 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა, II სართ.) გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიავიჩუსის შეხვედრა  სტუდენტებთან თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში“.

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • ლიტვის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები;
  • ლიტვის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:
    • კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამები;
    • რამდენად დემოკრატიული იყო კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია;
    • არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების შეფასება;
    • გამარჯვებული კანდიდატი და საზოგადოების შეფასება.
  • ლიტვა-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
მომხსენებლები უპასუხებს სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს, გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის  “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი.”

შეხვდრას დაესწრებიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი ხუბუა, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი”-ს თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ რჩეულიშვილი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.


გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი