2017-09-29

ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ-ში

29 სექტემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო სამეცნიერო ცენტრების წამყვანი სპეციალისტები ეწვევიან. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. თსუ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი