2011-02-28

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის

28 თებერვალს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; რომელიც მიმართული იქნება სამართლებრივი კვლევების, სასამართლოს პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ. თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში და სასამართლოს ბაზაზე  ჩამოყალიბდება იურიდიული კლინიკა, რომლის მსმენელთა შემადგენლობა თსუ-ის სტუდენტებისგან დაკომპლექტდება. ამავე დროს, უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სხვა ერთობლივ პროგრამებშიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე მოაწერენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ-ის მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი