2016-10-13

მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია“

13 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია.“ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრებიან.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიებაზე განიხილება: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია,  ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია.

კონფერენციაზე იმუშავებს 6 სექცია. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი .

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი