2014-04-24
ინგლისურ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება
24 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კონკურსი თსუ ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებამ გამოაცხადეს.
კონკურსის მონაწილე სტუდენტებს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორებმა ჩაუტარეს ტრეინინგები პრაქტიკულ ლექსიკოგრაფიაში. საკონკურსო დავალება მოიცავდა 5 სიტყვა-სტატიის შედგენას დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონისათვის.
გამარჯვებული სტუდენტები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 212
« იხ. ყველა ანონსი