2011-03-25

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სომხეთის განათლების მინისტრი ეწვევა

25 მარტს, 13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სომხეთის განათლების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვევა.
მინისტრი სომეხი ეროვნების სტუდენტებსა და თსუ–ის არმენოლოგიის მიმართულების პროფესორებს შეხვდება. საუბარი ქართულ–სომხურ ურთიერთობებს შეეხება, დაგეგმილია განათლებისა და კულტურის სფეროში სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების დასახვა.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი