2011-03-02
თსუ-სა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
2 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია მრავალფეროვანი საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიოში გაზრდილი სოციალურ-კულტურული მოთხოვნების ფონზე განათლებაში შესაბამისი კრიტერიუმების შემუშავება და განხორციელება. კერძოდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” – დანერგვის დაწყება.
მემორანდუმს ხელს თსუ-ის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე მოაწერენ. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, პირველი სართული, ურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი