2014-11-27

რუსეთ-საქართველოს „ნორმალიზაციის პროცესის” კონტექსტუალური ანალიზი - შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები

27 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პოლიტიკის დოკუმენტის “რუსეთ-საქართველოს “ნორმალიზაციის პროცესის” კონტექსტუალური ანალიზი - შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები” პრეზენტაცია.

დოკუმენტის ავტორები არიან: კორნელი კაკაჩია - თსუ-ს სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  სალომე მინესაშვილი - თსუ-ს დოქტორანტი,  ლევან კახიშვილი - ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი.

"ქართული ოცნების" კოალიციის ძალაუფლებაში მოსვლას თან მოჰყვა საქართველოს ურთიერთობების დათბობა რუსეთთან, რაც “ნორმალიზაციის პროცესის” სახელითაა ცნობილი. ამჟამინდელი მთავრობა თანმხლებ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას ექსკლუზიურად პოზიტიური კუთხით აფასებს. შესაბამისად, მოსალოდნელი საფრთხეები, რაც თან ახლავს ქართულ ეკონომიკაში რუსული ბაზრის როლის გაზრდას, სათანადოდ არ არის შეფასებული. წინამდებარე ნაშრომი რუსეთის მიმართ საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის პოლიტიკური რისკების ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ მოახდინოს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია და შექმნას უწყებათაშორისი კომისია ემბარგოს განმეორების შემთხვევაში რეაგირების სტრატეგიის შესამუშავებლად.

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულიაპროექტის “საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი