2011-10-01
პერუს ყოფილი პრეზიდენტი სტუმრად თსუ–ში
1 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო ეწვევა. თსუ–ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პერუს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ცნობილ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, დოქტორ ალეხანდრო სელესტინო ტოლედო მანრიკეს თსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის „დანიშნულ დროს: გზა დემოკრატიისაკენ“ ჩვენება. ფილმის დასასრულს ალეხანდრო ტოლედო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დემოკრატიას არ აქვს ნაციონალობა და ადამიანის უფლებებს არ აქვს ფერი“.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი დაესწრებიან.
სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ალეხანდრო ტოლედო 2001–2006 წლებში პერუს რესპუბლიკის 92–ე პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტად არჩევამდე დოქტორი კონსულტანტად მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე გაეროსა და მსოფლიო ბანკში.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი