2016-06-24

„ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია

24 ივნისს, 16.00 საათზე თსუ საბავშო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.  

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი; ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები წაიკითხავენ მოხსენებებს. გამარჯვებული თემების ავტორები და კონფერენციაში მონაწილე პროფესორები დაჯილდოვდებიან.

კონფერენცია 26 ივნისს დასრულდება.

მისამართი:ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი








« იხ. ყველა ანონსი