2018-12-17

შეხვედრა ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრთან, სერგო ქობულაძის მოსწავლესთან თეუჩეჟ ყატთან შეხვედრას გამართავს. თეუჩეჟ ყატის შემოქმედება ქართულ-კავკასიურ თემატიკას ასახავს.

ჩერქეზი მხატვრისა და მწერლის თეუჩეჟ ყატის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16 – 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით იმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი