2013-11-15

ოსკაროსანი ფილმის - "ოპერაცია არგო" - ჩვენება

15 ნოემბერს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი წარმოგიდგენთ ოსკაროსანი ფილმის - "ოპერაცია არგო" - ჩვენებას.

ფილმი გადაღებულია  2012 წელს. იგი  ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მოგვითხრობს  ამერიკის დიპლომატიური კორპუსის მდგომარეობაზე ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ. ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება პროფესორი ზურაბ დავითაშვილი - თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი