2011-12-02

ელსას საერთაშორისო ფოკუს პროგრამის – "ჯანდაცვის სამართალი" პრეზენტაცია

2 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) საქართველო „ჯანდაცვის სამართლის“ პრეზენტაციას გამართავს. 2011-2013 წელს ელსას ქსელის მასშტაბით  საერთაშორისო ფოკუს პროგრამა ჯანდაცვის სამართალია, შესაბამისად ელსა ორგანიზებას გაუწევს ჯანდაცვის სამართლის თემატიკაზე შექმნილ პროექტებს.

დაგეგმილია სემინარების ციკლი, რომელიც DNM-ის ანალიზის სავალდებულოობის შესახებ ახალ კანონპროექტს შეეხება. სემინარების დასრულებისას მონაწილე სტუდენტები კანონპროექტზე დასკვნას წარმოადგენენ, რომელიც პარლამენტს გაეგზავნება.

პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ღია საზოგადოება საქართველოს და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი