2010-06-17
ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს"
17 ივნისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. "ვეფხისტყაოსნის" კითხვის მარათონში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს; მათ შორის – სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა."
"ვეფხისტყაოსნის" კითხვის დღე ყოველწლიურად იმართება. ამ ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა საფუძველი შვიდი წლის წინ ჩაუყარეს. წინა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge