2020-05-29

ონლაინ კონფერენცია "ნაციონალური დღესასწაულების ანთროპოლოგიური ასპექტები"

29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია "ნაციონალური დღესასწაულების ანთროპოლოგიური ასპექტები".
ღონისძების ორგანიზატორია თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
მოდერატორი ქეთევან ხუციშვილი (თსუ)
ძირითადი მომხსენებლები: გიორგი ჭეიშვილი (თსუ, ბერგენის უნივერსიტეტი), ელინა ტროშენკო (ბერგენის უნივერსიტეტი), სათენიკ მკრტჩიანი (სომხეთის მეცნიერებათა აკადემია), ელენე ბერაია (თსუ)
მომხსენებლები განიხილავენ საქართველოს, სომხეთის, ლიტვისა და თურქეთის მაგალითებს და იმსჯელებენ დღესასწაულების არსის, ფორმისა და ტრანსფორმაციების შესახებ. დისკუსია შეეხება დღევანდელი ვითარების (პანდემიის) გავლენას დღესაწაულების აღნიშვნის ფორმატზე.
« იხ. ყველა ანონსი