2011-02-16

საერთაშორისო პროექტის ”ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების გლობალური აეროკოსმოსური მონიტორინგის სისტემის განხორციელების (IGMASS)” პრეზენტაცია

ამა წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო პროექტის ”ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების გლობალური აეროკოსმოსური მონიტორინგის სისტემის (IGMASS – International Global Monitoring Aerospace System) პრეზენტაცია. IGMASS საერთაშორისო კომიტეტის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ჭელიძე წარმოადგენს ინფორმაციას პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაესწროთ ზემოაღნიშნულ ღონისძიებას.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეორე სართული, სამეცნიერო საბჭოს სხდომათა დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი