2017-05-20

აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“ გაიმართება.

ღონისძიებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს.

ღონისძიებაში 70-მდე მომხსენებელი მონაწილეობას იღებს საქართველოდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ხორვატიიდან, ასევე, ირანიდან, ერაყიდან და ამერიკიდან.

კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობიოთ გაიმართოს მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იქნება ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციოური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

უცხოელი და ქართველი ექსპერტების კონფერენციაში მონაწილეობა  შესაძლებელს გახდის გამოთქმული მოსაზრებები სრულყოფილად მიეწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს ცვლილებების განხორციელების პროცესში მათი გამოყენება და კონსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი