2011-06-27

თსუ 2010–2011 სასწავლო წლის სამეცნიერო აქტივობის სტატისტიკური ანალიზი

27 ივნისს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითრების დეპარტამენტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის „ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამეცნიერო აქტივობის სტატისტიკური ანალიზის“ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე თსუ ფაკულტეტებისა და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების მიხედვით სამეცნიერო აქტივობის ანალიზი გაკეთდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, მესამე სართ, გაეროს აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი