2011-03-31

თსუ-ში ნატოს შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართება

31 მარტს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი კინოჩვენებას გამართავს. ცენტრი სტუდენტებს წარუდგენს ფილმს სახელწოდებით „The NATO Chronicles“  (ნატოს ქრონიკები)მ,  რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნატოს სატელევიზიო არხის მიერ მომზადებული  5  მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახვადასხვა თემაზე. მათ შორისაა ფილმი საქართველოზე „Georgia: the fruits of the peace“ (საქართველო: მშვიდობის ნაყოფი). კინოჩვენებას ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად თსუ -ის წარმომადგენლები დაესწრებიან .

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი