2013-05-08

"უკეთესი ბალანსი სასწავლებელში დაფუძნებულ და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას შორის - EU - CHEMLAB პროექტი"

8 მაისს, 14: 00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "უკეთესი ბალანსი სასწავლებელში დაფუძნებულ და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას შორის -  EU - CHEMLAB პროექტი"-ს განხილვა გაიმართება.
ევროკომისიის კომუნიკაციაში  "Rethinking Education, COM (2012) 669 final" ხაზგასმულია  უნარების განვითარების ტრენინგებში ინვესტიციების აუცილებლობის შესახებ. დასაქმებისათვის  აუცილებელი და ადეკვატური უნარების განვითარებისთვის აუცილებელია საგანმანათლებლო - ტრენინგ გარემოს მიახლოება რეალურ სამუშაო გარემოსთან.
ევროკავშიროს წევრი ქვეყნები ახდენენ იმ მიზეზების გადახედვას, რამაც ახალგაზრდების უმუშევრობა გამოიწვია. შესაბამისად ახალი ევროპული სტრატეგია ახალ გამოწვევებს პასუხობს. EU - CHEMLAB-GEO პროექტის ფარგლებში, რომელიც "ევროპული ქიმიური ლაბორატორიის ასისტენტის პროფესიული ტრენინგი"-ის პარალელურად მიმდინარეობს, შეიქმნება და გამოიცდება საქართველოში უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები (შესაბამისი კურიკულუმით და უნარებით უზრუნველყოფისთვის, ადამიანური რესურსების განვითარების, დასაქმებისთვის საჭირო უნარებით აღჭურვისათვის) პროფესიული განათლების და ტრენინგის სფეროში.
საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ. პროექტის სპონსორები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115

« იხ. ყველა ანონსი