2014-10-23

კონფერენცია ,,გლობალიზაცია და სტატისტიკა“ თსუ-ში

23 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის დაარსების 70–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაცია და სტატისტიკა“ გაიხსნება.

კონფერენციას დაესწრებიან და მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური; ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი, “საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებს წაიკითხავენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. იმუშავებს 6 სექცია:  სტატისტიკის თეორია და მეთოდოლოგია; ეკონომიკური, სოციალური და ბიზნეს სტატისტიკა;  ეკონომეტრიკა, მაკრო და მიკროეკონომიკა;  შრომის ბაზარი და დემოგრაფია;  თანამედროვე გლობალური და რეგიონული ეკონომიკა;  მენეჯმენტი, მარკეტინგი,  ფინანსები, ბუღალტრული აღრიცხვა და საბანკო საქმე.

კონფერენციის პროგრამა

მისამართი: უნივერსიტეტის 2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი