2017-02-06

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება

6 თებერვალს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

ფონდის მისიაა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე წარმატებული სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით. ფონდის წევრთა მოხალისეობის, ფიზიკური პირების, ბიზნესორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების შემოწირულობათა დახმარებით ორგანიზაციამ 80-ზე მეტ სტუდენტს უკვე დაუფინანსა სწავლის საფასური.        

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ 2014 წლის 19 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივით დაარსდა. 2015 წლის 26 ნოემბერს ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.

საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცაემათ „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებს მადლობის სიგელები.  

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი