2017-03-23
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში
23 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიმართება.
10.00 საათზე თსუ პირველი კორპუსში (მუზეუმი, II სართული) გაიხსნება გამოფენა:,,ავტოკეფალია 100“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები, რომლებიც ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მაღალმხატვრული პოლიგრაფიული და კალიგრაფიული ღირსებით გამოირჩევიან. მათ შორის, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის პირადი წიგნების კოლექციის ნაწილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგარფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ექსპოზიციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები (კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და სხვათა) და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს.
10.30 საათზე გაიხსნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (107-ე აუდიტორია). კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები წაიკითხავენ მოხსენებებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო და ისტორიულ რეალიებზე; ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე. სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი