2016-03-07

ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში" დახურვის ცერემონიალი

7 მარტს, 10:00 საათზე, ზამთრის სკოლის "დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. იხილეთ მოსაწვევი.

ზამთრის სკოლა ჩატარდა 2016 წლის 20-27 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ერთობლივი ორგანიზებით. ხელმძღვანელები: პროფ. დარეჯან თვალთვაძე და პროფ. მანანა თანდაშვილი. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსები წაიკითხეს პროფესორებმა მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. იოსტ გიპერტმა და პროფ. მანანა თანდაშვილმა; საარბრუკენის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ელკე ტაიხმა (გერმანია); ციურიხის უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნოა ბუბენჰოფერმა (შვეიცარია); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო): ასოც. პროფ. მაია ლომიამ, ასოც. პროფ. ნინო შარაშენიძემ, ასოც. პროფ. ქეთევან მარგიანმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინე ბერიძემ (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ასოც. პროფ. რუსუდან გერსამიამ (საქართველოს უნივერსიტეტი).

მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზი)  აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი