2019-01-22

დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია „93-ე აუდიტორიაში“

22 იანვარს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, თსუ კურსდამთავრებულები დაესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“. დათო მაღრაძე თსუ სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს ახალგამოცემული წიგნიდან წაუკითხავს ლექსებს, უპასუხებს შეკითხვებს, ისაუბრებს სტუდენტობის დროს 93-ე აუდიტორიაში გატარებულ წლებზე.

ცნობილი ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“ თსუ-ში 2018 წელს აღდგა. ღონისძიებას თსუ კურსდამთავრებულები - ცნობილი მწერლები, გამომცემლები, თავის დროზე „93-ე აუდიტორიის“ წრის წევრები დაესწრნენ. დაგეგმილია ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი