2011-03-28

საერთაშორისო კონფერენცია – „მედიაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

28 მარტს,  10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროგაერთიანების პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ეგიდით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მედიაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებების, სასამართლოებისა და აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, იურიდიული და საარბიტრაჟო ფირმების ხელმძღვანელი და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენციაზე განიხილება მედიაციის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებსა და კომერციულ დავებში. ასევე, მსჯელობა, ზოგადად, დაეთმობა მედიაციის ამჟამინდელ სტატუსსა და მისი განვითარების პერსპექტივებს საქართველოში.

საკონტაქტო პირი:    დემეტრე ეგნატაშვილი,
    ტელ.: +995 77 943982
    Email: demetre.egnatashvili@tsu.ge


მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ II კორპუსში, იურიდიული ფაკულტეტის  ბიბლიოთეკა (I სართული).

« იხ. ყველა ანონსი