2016-02-05
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება
5 თებერვალს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ 2014 წლის 19 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, პროფესორთა და სტუდენტთა ინიციატივით დაარსდა. 2015 წლის 26 ნოემბერს ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
ფონდის მისია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა ფინანსური მხარდაჭერის გზით.
დღეისათვის ფონდს წევრთა მოხალისეობის, ფიზიკური პირების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების შემოწირულობის დახმარებით ორგანიზაციამ 40-მდე სტუდენტს უკვე დაუფინანსა სწავლის საფასური, ხოლო ერთ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი