2011-10-27

ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი

27 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიხსნება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აფხაზოლოგის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმის თემატიკაა: „იბერიულ-კავკასიური ენები: სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება.“

სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი, მათ შორის მეცნიერები დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან (7 მეცნიერი), სტუმრები ისრაელიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან.

სიმპოზიუმის სტუმრების ოფიციალური მიღება გაიმართება საქართველოს პარლამენტში 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

სიმპოზიუმის მუშაობა გაგრძელდება 28-29 ოქტომბერს ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ინგოროყვას 8). 29 ოქტომბერს გაიმართება მრგვალი მაგიდა კავკასიის ენების ფუნქციონირების საკითხებზე გლობალიზაციის ეპოქაში.

სიმპოზიუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.


იხილეთ პროგრამა
« იხ. ყველა ანონსი