2013-09-17

ბოლონიის პროცესის განვითარების ჯგუფის საბჭოს შეხვედრა თსუ-ში

17 სექტემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის განვითარების ჯგუფის საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

საბჭოს შემადგენლობაში შედიან სომხეთის, ლიტვის, საბერძნეთის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, ხორვატიის, ყაზახეთის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2013 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველო ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყანაა ლიტვის რესპუბლიკასთან ერთად. როგორც თანათავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო უფრო აქტიურადაა ჩართული ბოლონიის პროცესის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებსა და აქტივობებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი