2017-11-20

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

20 ნოემბერს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. 

სიმპოზიუმის მიზანია ჰუმანიტარული ცოდნის გავრცელება, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების პოპულარიზება და ქართველოლოგიური დარგების  საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში ჩართვის ხელშეწყობა. 

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს რამდენიმე დარგობრივი სექცია და  მრგვალი მაგიდა.   

სიმპოზიუმში მონაწილეობს 150-მდე დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. ასევე, 30-მდე ახალგაზრდა მეცნიერი უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის, კემბრიჯის,  სორბონას, პრაღის, ლისაბონის, ხარკოვის, ტარტუს, განჯის, თეირანისა და სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი