2015-06-04

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”

4 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება "დოიჩე ველე აკადემიის" ერთობლივი  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”.
 
ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს: ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სიძულვილის ენა; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.

კონფერენციაში მონაწილეობენ მომავალი იურისტები, მედიის და მასკომუნიკაციის მკვლევრები,  ფსიქოლოგები.

კონფერენციის ორგანიზატორებმა  6 უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული 60-ზე მეტი განაცხადიდან შეარჩიეს 21 საუკეთესო მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. დაწესებულია პრიზები საუკეთესო შეკითხვისა და დისკუსიაში აქტიურობისთვის.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი. კონფერენცია 5 ივნისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი