2016-11-22

,,ვეფხისტყაოსანი" - ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემების გამოფენა

22 ნოემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ვეფხისტყაოსანი’’გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკაში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ უძველესი, უიშვიათესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი გამოცემები. მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’.

გამოფენის გახსნას  კორეის ელჩი კიმ ჩან გიუ დაესწრება, რომელიც თსუ ბიბლიოთეკას ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეულ თარგმანს გადასცემს საჩუქრად.

ღონისძიებაზე გამომცემლობა ,,ნოტა ბენე’’ წარადგენს თავის ახალ უნიკალურ გამოცემას - “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”. ასევე, გაიმართება წიგნის ,,ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი’’ წარდგინება(სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია მხატვარი პაპუნა დავითაია) და ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის წარდგინება (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ახალგაზრდა ფილოლოგი და კინომცოდნე ლევან გელაშვილი). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ნინო გელაშვილის აღნიშნული თამაშისთვის შესრულებული  ილუსტრაციები.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №11, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი