2015-03-09

ქართველთა და ებრაელთა სულიერი ერთობის დარბაზის სხდომა

9 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველთა და ებრაელთა სულიერი ერთობის დარბაზის პირველი სხდომა გაიმართება. ღონისძიებაზე მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის „თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნება „ვეფხისტყაოსნით“ სამეცნიერო განხილვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თსუ პროფესორები, ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები.

ქართველთა და ებრაელთა სულიერი ერთობის დარბაზი რეგულარულად შეიკრიბება ყოველი თვის მეორე ორშაბათს 17.00 საათზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი