2020-05-29

საჯარო ლექცია "ელინური „აგორა" - გამოხატვის თავისუფლების საწინდარი"

29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მართავს საჯარო ლექციას თემაზე: ელინური „აგორა" - გამოხატვის თავისუფლების საწინდარი" ახალი პროექტის, „აგორა"-ს ფარგლებში. ლექციას წაიკითხავს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი.
„აგორა” ძველ ათენში იყო ქალაქის მოედანი, სადაც ათენელები თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ. მათთვის „აგორა” იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი. „აგორაზე” ხშირად იმართებოდა სამსჯავროები, ბაზრობები, გამოფენები, თეატრალური და სპორტული ასპარეზობები. „აგორა” იყო ძველი საბერძნეთის კულტურის გზაჯვარედინი. ახალი რეალობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა და ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”. ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართება თემატური საუბრები ანტიკურ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე,  ხელოვნებასა და ზოგადად ანტიკური კულტურის რეცეფციებზე. 
ZOOM-ის ბმული
Facebook-ის ბმული
« იხ. ყველა ანონსი