2014-09-02

მას-სპექტომეტრიის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში PETROMASS 2014

2 სექტემბერს, 09.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია პეტრომას - 2014 გაიხსნება. ღონისძიების მიზანია მასს-სპექტომეტრიაში და ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში არსებული აქტუალური პრობლემების, ტენდენციებისა და პერსპექტივების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი