2015-12-25

ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის პრობლემათა კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის პრობლემათა კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის პრობლემათა კვლევითი ცენტრი საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის სისტემური კვლევის პირველი აკადემიური მცდელობაა. დაგეგმილია ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაც, რომელიც მიეძღვნება ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებს საქართველოსა და ზოგადად რეგიონში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველ კორპუსი,  115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი