2013-06-25
პეტრე ხვედელიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
25 ივნისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში პეტრე ხვედელიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.გამოფენაზე ვაშინგტონში მცხოვრები ცნობილი ქართველი ემიგრანტის, საბჭოთა რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის მებრძოლის და 18 წლის მანძილზე რადიო ”ამერიკის ხმის” წამყვანის პეტრე ხვედელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა იქნება წარმოდგენილი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, IV სართული, თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი