2018-12-24

სამეცნიერო კონფერენცია - ფოკუსირება ესთეტიკაზე

24 დეკემბერს, 10.00  საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია - "ფოკუსირება ესთეტიკაზე" გაიმართება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის: ესთეტიური სტომატოლოგია და მისი  კომპლექსურ ორთოპედიაში ინტეგრაცია, ფრონტალური პერი-იმპლანტური რბილი ქსოვილები:ორთოპედიული მენეჯმენტი. 

კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  100 წლის იუბილეს. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკის ორთოპედთა აკადემიის პრეზიდენტი პროფ. კენეთ ა. მალამენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ მარგველაშვილი, ასევე სხვა  ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი