2010-01-05

საქართველოს საკარიერო სერვისი “პროფესიული კადრების სამშობლოში დაბრუნების პროგრამის” (PRF) ფარგლებში ატარებს ტრენინგს

ა.წ. 11 იანვარს 11.00-18.00 სთ. საქართველოს საკარიერო სერვისი “პროფესიული კადრების სამშობლოში დაბრუნების პროგრამის” (PRF) ფარგლებში ატარებს ტრენინგს: სასარგებლო რჩევები დამსაქმებელთან გასაუბრებისა და სამოტივაციო წერილისათვის. ტრენერები: სასტუმრო მარიოტის ადამიანური რესურსების მენეჯერი დავით ყიფიანი და ორგანიზაციის “Key Management Solutions “ აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი.
ტრენინგზე დასწრების სიმბოლური გადასახადი შეადგენს 15 ლარს. მის: საქართველოს საკარიერო სერვისი, თსუ, II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პრ. 3, ოთახი 246
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ ელ-ფოსტის საშუალებით: careerservice.georgia@gmail.com
ტელ.: 294565
ირმა წერეთელი, თამარ ბეჟანიშვილი


« იხ. ყველა ანონსი