2011-06-24

მედიცინის ფაკულტეტისა და ლექსიკოგრაფიული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა

24 ივნისს 16 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

ლექსიკოგრაფიულ ცენტრს დაგეგმილი აქვს ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონების ციკლის გამოცემა, კერძოდ: ტექნიკური, ბიოლოგიური, სამედიცინო და ა.შ. მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი უკვე ორი ათეული წელია მუშაობს, 1995 წლიდან ლექსიკონი ასოების მიხედვით ტომების სახით გამოდიოდა (სულ გამოცემულია 13 ტომი, ასოები A-O). ლექსიკონის ონლაინ ვერსია გასული წლის თებერვლიდან ინტერნეტში შემდეგი მისამართით www.dictionary.ge განთავსდა.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, გაეროს აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი