2019-06-26

ინტერაქტიული შეხვედრა სტუდენტებთან, საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში

26 ივნისს, 13.00 საათზე, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო  კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი სტუდენტებთან ინტერაქტიულ შეხვედრას გამართავენ.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. N1,  თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი