2014-04-26
ეროვნული კონფერენცია მიგრაციის საკითხებზე
26 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეროვნული კონფერენცია:
„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები“. კონფერენციის ფარგლებში მოხდება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მიგრაციის სფეროში კვლევისა და სტაჟირების საკითხებში თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თამჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა.
საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ჭრილში ევროკავშირთან. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მხოლოდ ცალკე მდგომი დანაშაული არ არის. ეს დანაშაული საფუძველშივე აზრს უკარგავს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას.
მიგრაცია მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც როგორც სამართლის, ისე მრავალი სხვა დარგის სპეციალისტთა ფართო ინტერესს იმსახურებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ დადებითი ან უარყოფითი ეკონომიკური გავლენის ჭრილში.
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული კონფერენციის მიზანია მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, აკადემიის წარმომადგენლები და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი